пятница, 12 июля 2013 г.

პროექტი-პურ-ფუნთუშეულის მაღაზია


1. პროექტის   სახელწოდება: ,, პურ-ფუნთუშეულის საცხობის გახსნა"
2. პროექტის   იდეა:  მოსწავლეებმა  უნდა   შეძლონ  რამდენად მომგებიანია მათ უბანში პურ-ფუნთუშეულის საცხობის გახსნა
3.პროექტის  აქტუალობა:  მოსწავლეებმა   შეძლონ   ბიზნესის  საწყისებში  კარგად  გარკვევა,  მომგებიანი კაპიტალდაბანდებების წარმოება
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა  შეძლონ  მათემატიკის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის  პრაქტიკულად  რეალიზება
5. მონაწილეთა ასაკი: 11-13 წელი,  VII  კლასი
6. პროექტის ხანგრძლივობა:  10 დღე
7. მოსალოდნელი  შედეგები:  მოსწავლეები შეძლებენ  საკუთარი თანხის მომგებიანად   დაბანდებას,  კითხვარების დამზადებას, გამოკითხვების პროცენტების  დათვლას,  პრეზენტაციის მომზადებას,  ინტერნეტ-რესურსების  გამოყენებას
8. საჭირო რესურსები:  კომპიუტერი,  პროექტორი,  ინტერნეტი,  კალკულატორი,  საწერი  ფურცლები
9. პროექტის მსვლელობა: 
  ) მოსწავლეებს მიეცათ დავალება  სახელმძღვანელოში  მოცემული პროექტი  წაეკითხათ  და  შეკითხვები  ჩამოეყალიბებინათ-  2 დღე
  ) მოსწავლების შეკითხვებზე პასუხების გაცემა  და  მითითებების მიცემა- 1 დღე
  ) მოსწავლეები  ინტერნეტით ეძიებენ  საჭირო სურათებს და  იწყებენ  თითოეულ დღეზე  საბანკო დივიდენდების  დათვლას-  10 დღე
  ) მოსწავლეები მუშაობენ პროექტის გაფორმებაზე- 3 დღე
   )  მოსწავლეები ამზადებენ  საპრეზენტაციო   ფაილს-  3 დღე
   )  მოსწავლეები ამზადებენ საკლასო ოთახს პრეზენტაციისათვის ( ტექნიკით აღჭურვა)-  1 დღე
   ) მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას- 1 დღე
10. საგნებთან  კავშირი: მათემატიკა: გამოთვლების წარმოება,  პროცენტების  დათვლა;
ინფორმატიკა: ინტერნეტი, პრეზენტაცია;   ხელოვნება: ფულის კუპიურების დახატვა;

11. პროექტის ხელმძღვანელი: ინგა ვანიშვილი- ხოხაშვილი,  ვარიანის  საჯარო  სკოლის  მათემატიკის  მასწავლებელი