პროექტი-პურ-ფუნთუშეულის მაღაზია
1. პროექტის სახელწოდება: ,, პურ-ფუნთუშეულის საცხობის
გახსნა"
2. პროექტის იდეა: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ რამდენად მომგებიანია მათ უბანში პურ-ფუნთუშეულის საცხობის
გახსნა
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა შეძლონ ბიზნესის საწყისებში კარგად
გარკვევა, მომგებიანი კაპიტალდაბანდებების წარმოება
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ მათემატიკის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკულად რეალიზება
5. მონაწილეთა ასაკი: 11-13 წელი, VII კლასი
6. პროექტის ხანგრძლივობა:
10 დღე
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი თანხის მომგებიანად დაბანდებას, კითხვარების დამზადებას, გამოკითხვების პროცენტების დათვლას, პრეზენტაციის მომზადებას, ინტერნეტ-რესურსების გამოყენებას
8. საჭირო რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, კალკულატორი, საწერი ფურცლები
9. პროექტის მსვლელობა:
ა) მოსწავლეებს მიეცათ დავალება სახელმძღვანელოში მოცემული პროექტი წაეკითხათ და შეკითხვები ჩამოეყალიბებინათ- 2 დღე
ბ) მოსწავლების შეკითხვებზე პასუხების გაცემა და მითითებების მიცემა- 1 დღე
გ) მოსწავლეები ინტერნეტით ეძიებენ საჭირო სურათებს და იწყებენ თითოეულ დღეზე საბანკო დივიდენდების დათვლას- 10 დღე
დ) მოსწავლეები მუშაობენ პროექტის გაფორმებაზე- 3 დღე
ე) მოსწავლეები ამზადებენ საპრეზენტაციო ფაილს- 3 დღე
ვ) მოსწავლეები ამზადებენ საკლასო ოთახს პრეზენტაციისათვის ( ტექნიკით აღჭურვა)- 1 დღე
ზ) მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას- 1 დღე
10. საგნებთან კავშირი: მათემატიკა:
გამოთვლების წარმოება, პროცენტების დათვლა;
ინფორმატიკა: ინტერნეტი, პრეზენტაცია; ხელოვნება: ფულის კუპიურების დახატვა;
11. პროექტის ხელმძღვანელი: ინგა ვანიშვილი-
ხოხაშვილი,
ვარიანის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი